სხვადასხვა

საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა დღეიდან

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

კომპანია მოძრაობას თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებებით აღადგენს.

რაც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დღეს შესაძლოა საქართველოს მთავრობა გადადგეს

რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა ნაკადმა მოიმატა

«დავტოვე საქართველო, მაგრამ არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა»

დატოვე კომენტარი