განცხადებები

საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებულნი არიან თბს ბანკთან, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ს საელჩოც გამოეხმაურა. ერთი საათის წინ სოცქსელის საკუთარ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელსაც გთავაზობთ მთლიანად:

«ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“

ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას,» — ნათქვამია განცხადებაში.

We are closely following developments related to the criminal charges the Georgian Prosecutor General’s Office has filed against TBC Bank co-founders Mamuka Khazaradze and Badri Japaridze. We are concerned about the context and timing of these charges.

An impartial and transparent legal system that is free of political influence is vital for Georgia’s Western integration and its ability to attract foreign investment.

We continue to support the Anaklia port project, a significant source of U.S. investment in Georgia that has the potential to advance the country’s economic growth.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ჩემი ძაღლი ბევრად უფრო მიყვარს ვიდრე ლევან ხაბეიშვილი»-ბექა დავითულიანი (ვიდეო)

საქართველოს საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

«ნუ შეგეშინდებათ დაღლილობისა, უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას»-ილია მეორე

დატოვე კომენტარი