განცხადებებიპოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურის ვინაობა ცნობილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა, კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელოს. ვებგვერდ publicpool.kinja.com ინფორმაციით, ამის შესახებ რელიზშია ნათქვამი, რომელიც ადმინისტრაციულ საკვანძო თანამდებობებზე პირთა დასახელების მიზანს ეხება.

კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე კი, ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობდა.

1993 წლის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებიდან კელი დეგნანი დიპლომატიურ მისიაში იმყოფებოდა ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში.

საქართველოში აშშ-ის ელჩი გასული წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა, რომელმაც მუშაობა ამ თანამდებობაზე შარშან გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

1tv.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო»-კიტოვანი მასზე განხორციელებულ თავდასხმას სააკაშვილს აბრალებს

პარტიას თუ დავაარსებ»სიტყვა და საქმე» მინდა დავარქვა-სამადაშვილი

roma sajaia

კობა ნარჩემაშვილი «ქართულ ოცნებას» ტოვებს?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი