განცხადებები

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი სოცქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი სოცქსელში ვიდეო მიმართვა ავრცელებს. მისი თქმით, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს დამატებით 27 ათას ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს. «აშშ-მა დღემდე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან საზოგადოებას პანდემიასთან გამკლავებაში», — ამბობს დეგნანი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. აშშ-სგან საქართველომ 2019 წლის დეკემბერში 27 ათასი ტონა ხორბალი უკვე მიიღო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მთავრობა იქნება თუ დეპუტატები, არიან ალილო-ფარისებლები…»-გოცირიძე

roma sajaia

«ჩვენი მოთხოვნა არის დევიდ კრამერი გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონ-გრანტად»-ბეჟან გუნავა

გიორგი ვაშაძე: ივანიშვილის ხელისუფლების ბედი გადაწყვეტილია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი