განცხადებები

«საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალშიც არაფერი არ შეიცვლება“

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადება გააკეთა:

„საქართველო ნატოს ერთერთი მჭიდრო პარტნიორია. ავღანეთში საქართველო 900 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. მინდა გავიხსენო მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის ფატი, მაშინ ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ჩვენი თანამშრომლების გადარჩება და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ნატოს სამიტსაც მინდა შევეხო, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება, საქართველო წარმოდგენილი იქნება ამ სამიტზე და ესეც გახლავთ სწორედ ნიშანი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისა ნატოს დონეზე. უსაფრთხოების საკითხებშიც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით, ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალშიც არაფერი არ შეიცვლება“-განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა  მინისტრმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „მეხუთე კოლონამ“ ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიოს — თქვენ ერთხელ უკვე დაანგრიეთ ეს ქვეყანა და მეორედ არ დაგანგრევინებთ!-ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

გუბაზ სანიკიძემ კიევში, მიხეილ სააკაშვილთან ჩასვლა დააანონსა

«ვპირდები…რომ ჩავალპობ ციხეში»-ვის ემუქრება გედევან ფოფხაძე?

დატოვე კომენტარი