სამხედრო

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

როგორც ირკვევა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაური, კომოდორი ბაუდევაინ ბუტსი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება.

საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“  ნატოს საზღვაო შენაერთებთან  ერთობლივ წვრთნებს გაივლიან.

„ის, რომ ძალის გამოყენებით შეცვალა საზღვრები რუსეთმა, ჩვენთვის არის მიუღებელი და სწორედ აქტიური აგრესიულობის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი ახორციელებს, გავზარდეთ ჩვენი წამომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ურთიერთობები საქართველოსთან. წარსულშიც ვატარებდით წვრთნებს საქართველოს საზღვაო ძალებთან და ამას მომავალშიც ვგეგმავთ“, – განაცხადა ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის მეთაურმა, კომოდორმა ბაუდევაინ ბუტსმა.

1tv.ge

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

ავღანეთში ავიაიერიშის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა

ევროკავშირი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს

Joni Kvaracxelia

ნიგერია: ბორნოში ისლამური დაჯგუფების ბოევიკებმა ათეულობით ადამიანი მოკლეს

დატოვე კომენტარი