განცხადებები

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიას არ უჭერს მხარს?

საქართველოს წმინდა სინოდმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი.

საქართველოს წმინდა სინოდი გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როცა მსოფლიო პატრიარქი განცხადებას გააკეტებს უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა კი წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე გაგრძელდება.

„უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში.

ასევე უწმინდესმა ბრძანა, ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია, იმედს გამოვთქვამთ, რომ ძმური ურთიერთობა ეკლესიებს შორის.

კრებამ მოისმინა და იმსჯელა შექმნილი სიტუაციის გამო და განაჩინა — მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე,“-განაცხადა მეუფე დავითმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება-მამუკა მდინარაძე

Joni Kvaracxelia

«საქართველოში თუ ცოტას იპარავ ქურდობაა, თუ ბევრს — ბიზნესი»

ირაკლი კობახიძე: «დიდი შანსია, რომ ყველა პარტია შემოვიდეს პარლამენტში”

დატოვე კომენტარი