სხვადასხვა

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა განცხადება

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა
განცხადება

სრულიად საქართველოს ვულოცავთ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავს და ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტის ჩამყრელ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის დღეს.

გვინდა ორიოდე სიტყვით შეგახსენოთ ბატონ ზვიად გამსახურდიას და მისი ხელისუფლების ღვაწლი, კერძოდ:
1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;
2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქართველოს დაიხსნა;
3.საქართველოს დე იურე ცნობა მოხდა 1992 წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;
4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების არ აუღია;
5.. უკანონო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა;
6. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარებაზე და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობზე რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერა;
7..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშალა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;
8.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);
9..არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;
10.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის ერთობლივი ძალებით(ქართულ -რუსული სამხედრო ძალები) გაკონტროლებაზე ხელმოწერა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან არ გატეხა პრეზიდენტის ფიცი და ხელი» მოაწერა» სიკვდილზე…

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში საქართველო დაფიქსირებულია 1918 წლის 26 მაისის საზღვრებში , შესაბამისად , საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ,რომ ქვეყნის ტერიტორიების გასხვისება აკრძალულია …

შეგახსენებთ ამონარიდს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიდან :
«1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია (იურიდიულად ) ერთიანი და განუყოფელია.»
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები ვაფრთხილებთ ყველას :
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე არც პარლამენტს ,არც პრეზიდენტს, არც მთავრობას არა აქვს უფლება ხელი მოაწეროს კონფედერაციულ ხელშეკრულებას აფხაზეთთან , ცხინვალთან ანუ აღიაროს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა .. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის კონფედერაციული გეგმა, რომელიც მან გაახმოვანა 2013 წელს , ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებას , თანასწორუფლებიანი სამი სახელმწიფოს საქართველოს ,აფხაზეთის ,ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფედერაციის შექმნის შემთხვევაში ნებისმიერს აქვს უფლება კონფედერაციიდან გასვლის , თან საქართველოს მხრიდან მოხდება მათი დამოუკიდებლობის დე-იურე აღიარება .
ვინც კონფედერაციაზე ხელს მოაწერს სერგო ორჯონიკიძის სახელით შევა ისტორიაში და ხელშეკრულება მაინც იქნება იურიდიულად უკანონო ,ვინაიდან 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს, 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ეწინააღმდეგება.
ჩვენ ,ეროვნულ ხელისუფლებამ ბ-ნ ზვიად გამსახურდია მეთაურობით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით იურიდიულად 1918 წლის საზღვრებში მოვაქციეთ საქართველოს ტერიტორი , ამით მომავალ თაობებს დავუტოვეთ შანსი 1921 წლიდან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების .. არავის არ აქვს იურიდიული უფლება ტერიტორიების გაასხვისოს , რომელიც 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით დაფიქსირდა . ტერიტორიების გასხვისება საკონსტიტუციო ნორმებითაც აკრძალულია !
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სბჭოს დეპუტატები :
1.ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე;
2.რევაზ კემულარია ;
3.გოგი ჩიქავა ;
4.ნოდარ ნონიაშვილი;
5.ვლადიმერ მირცხულავა ;
6.ნემო ბურჭულაძე;
7.ბეჟან ჯავახია ;
8.ტარიელ გელანტია ;
9.ივანე ტურაშვილი ;
10.თამაზ ობგაძე ;

2019 წლის 30 მარტი

F/B «ზვიად გამსახურდიას ქუჩა თბილისში»

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა

სენსაცია! ჩინელებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

იქნება თუ არა შაქრისა და სხვა პროდუქტების დეფიციტი?-მინისტრის განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი