განცხადებები

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პროკურატურა აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურებს.

«საქართველოს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაწყებული აქვს, ეს სამართლებრივი პროცედურები გრძელდება და არ შეწყვეტილა. რაც შეეხება მისი მოქალაქეობის საკითხის, მოქალაქეობის დაკარგვა ან აღდგენა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და საექსტრადიციო პროცედურებზე. მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია ქართული სასამართლოს მიერ. მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც უკვე არის გასამართლებული. კერძოდ, იგი მსჯავრდებული არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ხოლო ბრალდებულია და სასამრთლო განხილვები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე და 7 ნოემბრისა და ტელეიმედის დარბევის საქმეებზე,» — განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«გიჟი მიხეილ სააკაშვილი რას ლაპარაკობს რა მნიშვნელობა აქვს?»-ზაზა პაპუაშვილი

10 წელზე მეტია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ-თენგიზ ცერცვაძე

roma sajaia

«ოთოს ვენაცვალე…»-ნიკა მელია ოთო კახიძეს პასუხობს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი