განცხადებები

«საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა…»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საშობაო მილოცვას გამოეხმაურა:

«საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი სამარცხვინო რამ ჩაიდინა-წამოროშა (აბა სხვა რა ვუწოდო?!) და 25 დეკემბერი მარტო კათოლიკურ სამყაროს მიულოცა, პროტესტანტული ქვეყნები და მოსახლეობა დააიგნორა, მსოფლიოს მილიონობით მართლმადიდებელი, საბერძნეთიდან დაწყებული დარუმინეთ-ბულგარეთით დასრულებული, უგულებელყო. რა ღმერთი გაგიწყრა: ბავშვობიდან რომ გაიზარდე და მრევლი გერქვა პარიზის წმ ნინოს ქართული ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ემორჩილება, 25 დეკემბერს არ აღნიშნავდით ახალი სტილით შობას და დღემდე ასე არაა ამ ეკლესიაში?! კათოლიკური ეკლესიის მრევლი იყავი?! ეს რა ამნეზია გჭირს, თუ რა მავნებლობაა?!

p.s. ტვიტერზე გამოასწორა მერეო, მის ფეისბუკზე ისევ ისეა პირვანდელი სახით ამ წუთასაც»-წერს დეკანოზი.

Loading…

მსგავსი პოსტები

ცხოვრების ჩვეულ რიტმს წესების მკაცრი დაცვა და ვაქცინაცია დააბრუნებს-ენტონი ფაუჩი

«თუ ვინმეს ეს ამბავი გაეხარდა იქ, ერთ-ერთი პირველი გივია»

roma sajaia

კახაძე: საქართველო მინდა «ორსული» დავინახო, რომ შვას კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი