სკანდალი

საქართველოს პარლამენტში ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები კეთდება

ქართული ოცნების დეპუტატი, ელექსანდრე ერქვანია აბორტს სიკვდილის დასჯას ადარებს და ფიქრობს, რომ მსგავსი კანონმდებლობა ცინიზმია, რადგან სახელმწიფო მშობლებს შვილების მკვლელობის უფლებას აძლევს. დეპუტატმა პარლამენტში ქალთა უფლებების შემლახველი განცხადებების გარდა, ჰომოფობიური და ქსენოფობიური მოსაზრებებიც გააჟღერა. მან მამათმავლებად მოიხსენია სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, საქართველოს მეზობელ, პარტნიორ ქვეყნებს კი ოკუპანტები უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰომოფობიური შინაარსის მიუხედავად დეპუტატს სიტყვა არ შეაწყვეტინა, დასრულების შემდეგ კი დარბაზში ტაშის ხმაც გაისმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-ის დაზვერვა — ჩინეთი რუსეთს ეკონომიკურ დახმარებას უწევს და მასთან ვაჭრობას აძლიერებს

ბოკერიას ჯერიც დადგა

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი