განცხადებები

საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია «კანონი და სამართლის» თავჯდომარის თამარ ჩარკვიანის მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს

პოლიტიკური პარტია «კანონი და სამართლის» დამფუძნებელმა დეპუტატ თამარ ჩარკვიანმა გადმოგვიგზავნა ექსკლუზიურად ის წერილი რომელიც მან თავად ამ დილით გაუგზავნა საქართველოში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ უწყებას. გთავაზობთ ამ წერილის როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ვერსიას.

მოგმართავთ უაღრესად შეშფოთებულები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით, რომელიც პატიმრობის დაწყების პირველი დღიდან ანუ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს საპატიმროში. ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მკვეთრად უარესდება. სწორედ ამიტომ გვსურს კვლავ თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს, ვინაიდან ჩვენი ღრმა რწმენით ეს პროცესი გამოიწვევს ქვეყანაში არსებული ისედაც ყოველმხრივ რთული და ზოგადად არამდგრადი ვითარების თანდათანობით უკიდურეს ესკალაციას და შესაძლო დესტაბილიზაციასაც კი. რეალური მიზეზი კი ამ ძალზედ არასასურველი და არასტაბილური მდგომარეობისა, გახლავთ საქართველოში არსებული არაჯანსაღი და უსამართლო მართლმსაჯულების სისტემა, რომლის მიმართ ნდობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია, რაც სრულიად ლოგიკური და საფუძვლიანია. მოგეხსენებათ სასამართლო სისტემის და ზოგადად მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ აუცილებელ რეფორმებზე დადებული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და არსებული ცნობილი დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო ჩართულობით დაირღვა ხელისუფლების მიერ და სრულიად გაუგებარი მიზეზებით ითქვა უარი შეთანხმების მიხედვით განსახორციელებელ რეფორმებზე საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის შესახებ ასევე მოგეხსენებათ საუბარი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტების ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, რაც პირდაპირ წარმოადგენს ევროპული კონვენციით დადგენილი ნორმის დარღვევას ( ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი. ასევე ხშირია კონვენციით გათვალისწინებული სხვა მთელი რიგი მუხლების მასიურად დარღვევის შემთხვევები, სასამრთლო სისტემაში მთლიანად დარღვეულია შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვის საკითხი ვინაიდან სასამართლო სისტემა არ არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ქვეყანაში გამეფებულია ოლიგარქიული მმართველობა , დამკვიდრებულია შერჩევითი სამართალი, მოქალაქეებში არსებობს უსამართლობისა და დაუცველობის განცდა და ტოტალური უნდობლობა სასამართლო და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი საზოგადოებაში სამართლიანად აჩენს მრავალ კითხვის ნიშანს სამართლიანობის, დასაბუთებულობის, ურთიერთ თავსებად და ურთიერთ შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობის გათვალიწინებით, რაც სხვა ფაქტორებთან და მიზეზებთან ერთობლიობაში აშკარას და უდავოს ხდის მისი პოლიტიკური ნიშნით დევნას. სრულიად უპრეცენდენტო შემთხვევაა სურვილის მიუხედავად 2021 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილისთვის საკუთარი სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვა, რაც პირდაპირ წარმოადგენს ევროპული კონვენციის მეცამეტე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს პიროვნებისთვის სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების აშკარა უგულვებელყოფას. ასევე უკიდურესად აღმაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო და საჭირო მკურნალობის საშუალებების არ მიცემა და ნაცვლად მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანისა. განხორციელდა მისი გადაყვანა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მსგავსი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საავადმყოფო მდებარეობს საპყრობილის ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანიდან ამ დრომდე საპატიმროს ადმინისტრაციის ხელშეწყობით ხდება იქ განთავსებული პატიმრების ხელშეწყობით წახალისება და პროვოცირება, რათა სისტემატიურად ხორციელდებოდეს სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა გინებისა თუ სხვა დამამცირებელი ფორმით, რაც უწყვეტ რეჟიმში ხდება. აღნიშნულ შემზარავ დამოკიდებულებას ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში ვიზიტორი პირების მიმართაც. სახალხო დამცველი, ადვოკატები და ა.შ. შემაშფოთებელია რომ საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი არ არის დაცული იქ მყოფი კრიმინალი პატიმრების მხრიდან უშუალო კონტაქტისგან, რა დროსაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს მასზედ ფიზიკური თავდასხმა. განსაკუთრებით ამაზრზენია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები თუ როგორ და რა ფორმით, როგორი ძალადობით გადაჰყავთ პრეზიდენტი სააკაშვილი გლდანის საპყრობილეში. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას ჯანდაცვის სპეციალისტებისა რომლის თანახმადაც დაუყოვნებლივ არის პრეზიდენტი გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში ვინაიდან გლდანის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ არის შესაბამისი პირობები, ის რომ პატიმარს ექცევიან უდიერად, იგდებენ აბუჩად , ადგილი აქვს აშკარა წამებას, ადგილი აქვს ასევე კოლეგა ევროპარლამენტარების მიმართ არასწორ დამოკიდებულებას და იმას რომ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან. ეს არის დასავლური ღირებულებებისგან ზურგის შექცევა, დასავლეთში დამკვიდრებული სტანდარტის და ნორმების ღალატი და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ხელისუფლების ამგვარი ქცევა მიზანმიმართულია იქითკენ რომ ქვეყანამ შეიცვალოს პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთისკენ ეს არის ხელისუფლების მცდელობა. ყოველივე ზემოხსენებული კი იწვევს მოსახლეობაში სამართლიან გულისწყრომას და დიდ პროტესტს , რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ხელს უწყობს ქვეყანაში სიტუაციის არასასურველი მიმართულებით ესკალაციას . ვითარების განმუხტვის და შემდგომი დეესკალაციის მიზნით მიზანშეწონილად , სასურველად და ძალიან მნიშვნელოვან და საყურადღებო ფაქტორად მიგვაჩნია თქვენი მხრიდან უფრო მკვეთრი ქმედებისა და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გათავისუფლების მიზნით , მითუმეტეს იმ ფონზე , როდესაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება და კრიტიკული ხდება . ღრმად გვწამს და გვჯერა თქვენი ჩვეული გულისხმიერების და საქართველოს სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის.

We are referring to you since we are extremely concerned about the political imprisonment of the third President of Georgia, Mikheil Saakashvili, who has been on hunger strike since the first day of his imprisonment, which is October 1st of this year. The health condition of the latter is deteriorating day by day. Therefore, we would like to draw your special attention to this issue again, since we strongly believe that this process will lead to an extreme escalation and even a possible destabilization due to the already difficult and generally unstable situation in the country. Reason for this highly undesirable and unstable situation is unhealthy and unjust justice system in Georgia, in which public has a very low trust which is completely logical and reasonable. As you are aware, the agreement between the government and the opposition on the necessary reforms in the court system and the judiciary in general and the existing well-known document, which was created by the direct involvement of EU President Charles Michel, was violated by the government and for completely incomprehensible reasons was rejected the reforms to be implemented according to the agreement. The clan in the Georgian court system was also mentioned in the report published by the State Department of the United States of America this year. The analysis of the verdict rendered by the European Court of Human Rights in Strasbourg gives the basis that there is no fair trial in the country, which is a direct violation of the norm established by the European Convention (Article VI of the European Convention). There are also many cases of massive violation of a number of articles of European Convention., The issue of protection of the principle of conciliation and equality is completely violated in the judicial system, since the judiciary is not independent of the government, oligarchic rule reigns in the country, selective law is established, there is a sense of injustice and insecurity among the citizens and total distrust of the court and the judiciary in general. The verdict against President Saakashvili rightfully raises many questions in the society, considering the existence of a combination of justice, substantiation, compatibility and concurrent evidence, which, together with other factors and reasons, makes his political persecution obvious and indisputable. It is a completely unprecedented case for Mikheil Saakashvili to restrict his right to attend his own trial on November 10, 2021, despite his desire, which is a direct violation of Article 13 of the European Convention, which implies a clear disregard for the right of an individual to effective legal protection. It is also extremely outrageous that Mikheil Saakashvili is not given the proper and necessary treatment and instead of being taken to a multifunctional hospital he was transferred to the Prison Republican Hospital, where there are no appropriate conditions for such treatment. It should also be noted that the hospital is located on the territory of the prison, where since the transfer of Mikheil Saakashvili, the prison administration has been encouraging and provoking the prisoners to systematically exert psychological and moral pressure on Saakashvili in the form verbal abuse, badmouthing or other degrading treatment, which goes on as a non-stop process. The above-mentioned humiliating and threatening attitude is also towards the persons visiting Mikheil Saakashvili in prison such as, towards Public Defender, Lawyers, etc. It is disturbing that Mikheil Saakashvili in prison is not protected from direct contact by other prisoners there, during which he may be physically assaulted at any time. Especially disgusting are the footage released by the Penitentiary Service on how and in what form, with what violence President Saakashvili is transferred to Gldani prison. The health condition is extremely aggravated. They do not take into account any recommendations of the health specialists, according to which the President should be immediately transferred to the Civil Clinic, since there are no appropriate conditions in the Gldani Prison Republic Hospital. It is very outrageous that a prisoner is being treated so cruelly and despised. Towards President Saakashvili there is obvious torture. It is outrageous as well as unlawful to give a MEP such an attitude, MEP Anna Fotiga was not allowed to enter the prison for unknown reasons. Government is turning away from Western values, betrays standards and norms established in the West, and we have a reasonable suspicion that such behavior of the government is aimed at changing the political vector of the country to the north. This is firmly confirmed by the daily actions of the government. As you know, the population of Georgia has openly declared through a referendum and a plebiscite the country’s integration into Western structures. All of the above causes just resentment among the population and great protest, which, as mentioned above, contributes to the escalation of the situation in the country in an unfavorable direction. In order to defuse the situation and further de-escalate, we consider it expedient, desirable and a very important and noteworthy factor for you to take more drastic actions and clear steps in order the political prisoner Mikheil Saakashvili to be released as soon as possible, especially when the health condition of the latter is becoming more and more aggravated and critical. . We deeply believe and have faith in your usual generosity and support to the state of Georgia.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, მე არ ვიყავი…»-გუბაზ სანიკიძე

16 ნოემბერს, 14:00 საათზე სამი ლოკაციიდან, ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობა გაიმართება – ნიკა მელია

საქართველოს მთავრობის ახალი დაპირებები

დატოვე კომენტარი