პერსონასოცქსელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხალხსა და ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ძალიან საინტერესო მიმართვას აქვეყნებს, სადაც მისი თქმით ეხლა აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება ივანიშვილის წინააღმდეგ და ცალკეული პიროვნებების, მათ შორის მისი ბედი ნაკლებად საინტერესოა.

“მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო ,რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება. პრაქტიკულად, ივანიშვილმა მთელისაქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა.
მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება.
მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რომელიმე თანამდებობა ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი .
მე არ მივისწრაფი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის.
ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერი ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს.
აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის რომ, ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასე ხარისხოვანია მაშინ როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის,” — წერს მიხეილ სააკაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

«შევარდნაძე დააბრუნეთ!…»-თამარ ჩერგოლეიშვილი

«ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას»-შალვა ნათელაშვილი

«ვუყურებ თქვენს ბლაგვ სახეს და მჯერა ,რომ მისი გამოკვება დღეში 4 ლარად კიარა,40 ლარადაც შეუძლებელია»-დავით ნემსაძე ქუცნაშვილს მიმართავს

დატოვე კომენტარი