პოლიტიკა

საქართველოს ანალენა ბერბოკი ეწვია

საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი.

შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, — ნათქვამია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ მოიწვია დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ში

Joni Kvaracxelia

«ჩემით ივაჭრეს, ჯოხივით გადამტეხეს, ვითომ არც ვარსებობდე…»-ნიკა მელიას გზავნილი ციხიდან

roma sajaia

გიგი უგულავა შესაძლოა დღეს დააკავონ (ვიდეო)

დატოვე კომენტარი