მსოფლიოშიპოლიტიკა

საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილებების ავტორობა ჯეიმს რიშს ეკუთვნის

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის. ცვლილებების პროექტი მოიცავს შემდგომ რეკომენდაციების საქართველოსთვის:

«1. აშშ-ის სენატი მიესალმება საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს მიერ ეკონომიკური რეფორმირების, მმართველობის და ანტი-კორუფციულ საკითხებში მიღწეულ პროგრესს.

2. სენატი ხელახლა აცხადებს სურვილს განავითაროს თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს კეთილსინდისიერ მცდელობას ეს რეფორმები განახორციელოს.

3. მოუწოდებს ხელისუფლებას, არჩეულ ოფიციალურ პირებს და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და იმუშაონ ერთად​ თავისუფალი პრესის შენების, კერძო ბიზნესისთვის [განვითარების] საშუალების მისცემის და უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის;

4. ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის [ეუთო] რეკომენდაციების მნიშვნელობას საარჩევნო რეფორმის საკითხზე, რაზეც 2020 წლის 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდა;

5. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით, მათ შორის ყველა ისტანციაში მოსამართლეების დანიშვნის უფრო გამჭვირვალე პროცედურის დანერგვით და მმართველი პარტიის დიდი გავლენის ქვეშ და მის მიმართ ლოიალობის მიხედვით მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკის დასრულებით;

6. ამტკიცებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელება კრიტიკულია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ აღადგინოს ნდობა მის ერთგულებაში დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთში ინტეგრაციისადმი.

7. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაატაროს პოლიტიკა, რომელიც დემოკრატიულ და სასამართლო პროცესებს გააძლიერებს, როგორც იდეურად ისე პრაქტიკულად და ამით, კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი;

8. აღიარებს საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს უზრუნველყონ, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან გარემოში გაიმართოს და ჩატარდეს 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებული წესების თანახმად.»

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«აუცილებლად დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე»-კახა კალაძე

Joni Kvaracxelia

მხარი უნდა დავუჭიროთ ლგბტქ+ პირების თანასწორ უფლებებს — საელჩოების ერთობლივი განცხადება

„რემდესივირს“ კომპანია „გილეადი“ აწარმოებს

დატოვე კომენტარი