განცხადებები

საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით საქართველომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა.

«პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა»- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მესამე დაბადების დღეს ხვდება მამის მონატრული…»-თორნიკე მამალაძე

პენტაგონს არ სჯერა კრემლის განცხადებების კიევის რეგიონიდან ჯარების ნაწილობრივ გაყვანის შესახებ

თურქეთი ნატოს შეხედულებებს არ იზიარებს

დატოვე კომენტარი