covid-19მსოფლიოში

საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან სამსახურებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

პირველი სექტემბრიდან მთელ საფრანგეთში სავალდებულო ხდება ნიღბის ტარება სამსახურში, ყველა დახურულ დაწესებულებაში, სადაც ერთზე მეტი ადამიანი იმყოფება.

პირბადე სავალდებულო არ იქნება იმ სამუშაო სივრცეში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს.

ამგვარი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ პროფკავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო, – ამის შესახებ საფრანგეთის შრომის მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა.

საფრანგეთში უკვე რამდენიმე დღეა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გაიზარდა – გასულ 24 საათში კიდევ 2238 ინფიცირებული გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 221 267-ს მიაღწია; გარდაცვლილია 30 429 პაციენტი კოვიდ-19-ის დიაგნოზით, გამოჯანმრთელდა 84 065. ამ დროისთვის ვირუსის მატარებელია 106 773 ადამიანი, მათგან მძიმე პაციენტების რაოდენობა 384-ს აღწევს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩართული უნდა იყოს პოლიცია, ეროვნული გვარდიაც…»-ჯანდაცვის ექსპერტი მოსალოდნელ ეპიდაფეთქებაზე

roma sajaia

ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

ემანუელ მაკრონი — საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი