მსოფლიოში

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნიკოლა სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნიკოლა სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი წლიდან ორ წელს ბრალდების მხარე პირობითი სასჯელის სახით ითხოვს.

ნიკოლა სარკოზისა და მის ადვოკატს, ტიერი ერზოგს ბრალად ედებათ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერ აზიბერის მოქრთამვის მცდელობა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი, ტიერი ერზოგი ჟილბერ აზიბერის მოქრთამვას ცდილობდნენ და ლილიან ბეტანკურის მიერ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სანაცვლოდ მას მონაკოში პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობდნენ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ინაუგურაციამ პროტესტის გარეშე ჩაიარა

Joni Kvaracxelia

ერაყში, სამხედრო ბაზას აშშ-სა და ბრიტანეთის ჯარებით, ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ორი ამერიკელი და ბრიტანელი

Joni Kvaracxelia

ნატოს ახალი გენერალური მდივანი შესაძლოა გახდეს წარმოშობით უკრაინელი კრისტია ფრილანდი. რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის?

დატოვე კომენტარი