სხვადასხვა

სასტიკად ნაცემი 3 ფეხბურთელი გოგონა-რა მოხდა ჩხოროწყუს სტადიონზე?(ვიდეო)

ფიზიკური დაპირისპირება ჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე,  ერთმანეთს ჩხოროწყუს „სამეგრელოსა და ხობის „კოლხეთის“ ქალთა გუნდების  ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ.

ნაცემია 3  ფეხბურთელი:ანა წულაია, მარი გოროზია და თათია ჯიშკარიანი, რომელთაც ტვინის შერყევა აქვთ.

დაპირისპირებასთან დაკავშირებულ ვიდეოს  ხობის საფექბურთო კლუბი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

ხობის ქალთა ფეხბურთის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ დეტალები «პრაიმტაიმს»განუცხადა.

«როგორც კი ჩვენი ქალთა გუნდი ჩავიდა ჩხოროწყუში სათამაშოდ,ერთგვარი მობილიზება შეინიშნებოდა,თითქოს „მტრები“ ჩავედით იქ. მსაჯიდან დაწყებული იყო აგრესია ჩვენი გოგონების მიმართ. პირველი ტაიმის დასასრულს გასახდელში დაიწყო საშინელი ხმაური და წივილ-კივილი. იმათი მწვრთნელი იძახდა თქვენმა გოგონებმა ჩვენებს შეაგინესო. მე, ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სიტუაცია. ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული. ესენი არაინ:ანა წულაია,მარი გოროზია და თათია ჟიშკარიანი. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა,ზუგდიდშიც მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა»,- განაცხადა მწვრთნელმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

როცა მოსკოვში აქციებს არბევდნენ, პუტინი ყურეში 50 მეტრის სიღრმეზე დაეშვა(ვიდეო)

ევროკომისიის ახალი ინიციატივა — შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს ყველა, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი

დეპუტატის სიძულვილის შემცველი განცხადებები-საზოგადოება ნანა კოსტავას გადადგომას ითხოვს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი