მსოფლიოში

სასამართლომ პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს, მუშარაფს სიკვდილით დასაჯა მიუსაჯა

პაკისტანში ჩატარებულმა სასამართლომ პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, პერვეზ მუშარაფი  ღალატში დაადანაშაულა და მას სიკვდილით დასაჯა მიუსაჯა.

დღეს პაკისტანში ჩატარებულმა სპეციალურმა სასამართლომ, ყოფილი პრეზიდენტს გენერალიპერვეზ მუშარაფს ღალატისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა — წერს Gulf News.

პაკისტანის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის არმიის მთავარსარდალს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. გაზეთში აღნიშნულია, რომ შეიძლება სპეციალური სასამართლო ბრძანება გასაჩივრდეს.

მუშარაფის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2013 წლის დეკემბერში, 2007 წლის 3 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო და პაკისტანის კონსტიტუციის შეჩერებისთვის. მან ასევე დააპატიმრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ახსნა მისი ქმედებები, როგორც ექსტრემისტების მხრიდან მუქარა. შემდგომში პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ღალატის საქმის საფუძველი გახდა.

2014 წლის 31 მარტს ექსპრეზიდენტს ბრალი წაუყენეს. სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვის გამო, მუშარაფის სასამართლო პროცესი გაგრძელდა, მან 2016 წლის მარტში დატოვა პაკისტანი და მკურნალობის მიზნით ის უცხოეთში გაემგზავრა.

მუშარაფი ხელისუფლებაში მოვიდა 1999 წელს გადატრიალების შედეგად, ის იყო პრეზიდენტი 2001 წლის ივნისიდან 2008 წლის აგვისტომდე. პრეზიდენტობიდან კი 2008 წელს გადადგა იმპიჩმენტის საფრთხის გამო და დასავლეთის ქვეყნებისა და ეროვნული არმიის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო.

მუშარაფს ასევე ბრალი წაუყენეს პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის ორგანიზებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მათ მიერ შექმნილი ვაქცინის გამოსაცდელად მოხალისეებს აგროვებენ

რუსეთში დაიწყო ნავალნის მომხრეების დაკავება

დატოვე კომენტარი