პროტესტი

საპროტესტო აქცია ლენჯერში

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, მესტიის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა და ბლოკპოსტების მოხსნა მოითხოვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი საზაფხულო სამუშაოებს ვერ ასრულებენ, რაც მათი შემოსავლის წყაროა და ზამთრისთვის მარაგის შევსებასაც ვერ ახერხებენ. ამასთან, ადგილობრივები ითხოვდნენ, რომ ლენჯერიდან მესტიაში აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება შესაძლებელი გამხდარიყო. აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. მესტიის მერმა მოქალაქის ტელეფონს, რომელიც პროცესს მობილურით იღებდა, ხელი ჰკრა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მიანმარის პოლიციამ საპროტესტო აქციის 4 მონაწილე მოკლა

პროტესტი ჰონგ კონგში

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

დატოვე კომენტარი