განცხადებები

საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა

ავლაბარში, აბდუშელაშვილის N1-ში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა.

„სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებას გამოსცემს საქართველოს მთავრობა. ეს არის შეთანხმებული, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე იმართება დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერთათვის პრეზიდენტის სახელით მიღება ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, კომისიის მუშაობაში ჩართულია როგორც მთავრობა, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია და განიხილება შესაბამისი ვარიანტები, თუ რა განთავსდება ადმინისტრაციულ ნაწილში“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ანაკლიის პორტი აფხაზეთის ადმინიტრაციულ საზრვართან უტოლდება ნატოს ჯარის დგომას იმ ტერიტორიაზე”-რომან გოცირიძე

აშშ-ის სახ. მდივნის ვიზიტი შალვა ნათელაშვილმა შეაფასა

სააკაშვილს სინამდვილეში რადიკალიზმი და სიტუაციის დაძაბვა უნდა-ალეკო ელისაშვილი

დატოვე კომენტარი