სხვადასხვა

«საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა:ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი ის არის სიხარულიძე»-დაპირისპირება ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიაში

ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლების  შიდა საგვარეულო დავის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

დედოფალი ანა,  მის ყოფილ მეუღლეს დავითს, თაღლითს უწოდებს და სამეფო ორდენების გაყიდვაში ადანაშაულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი განცხადებას აკეთებს:

„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა. დღეის პროცესზე დაგეგმილია როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა,“-აცხადებს ადვოკატი.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის  თქმით კი ნუგზარ ბაგრატიონი სხვის გვარს ისაკუთრებს და მისი გვარი ბაგრატიონის მაგივრად სიხარულიძეა.

„სანდო წყაროთი ვიცი,რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლოს, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა.თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია“- აცხადებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი  ლევან ჩხეიძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ვიზეარი“ მარტის ბოლოდან ბრუნდება

საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიური შეხვედრა

ბედიის ტაძარი ნადგურდება-«რატომ რუსულ ვანდალიზმზე არ ხართ აღშფოთებული?»-დავით ნებიერიძე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი