განცხადებები

«საპატრიარქომ მომატყუა…ისინი არიან ფარისევლები»-დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციებს განაახლებს

მამა გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციების განახლებას გეგმავს.

პარასკევს 17:00 საათზე დეკანოზის ახლობლები საპატრიარქოსთან შეიკრიბებიან.

როგორც მსჯავრდებული დეკანოზის  ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი ძმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ის მოატყუა და ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ფარისევლები არიან.

„ამ კვირაში ოჯახის წევრები ვგეგმავთ ისევ და ისევ ამჯერად საპატრიარქოსთან აქციის გამართვას ჩემი უდანაშაულო პარალიზებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, რადგანაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და არაერთი ექსპერტი საუბრობს ამაზე. აქამდეც გვქონდა იმედი, რომ საპატრიარქო გადადგამდა ნაბიჯს, მაგრამ მათ პირდაპირი მნიშვნელობით მომატყუეს, რადგანაც მეუბნებოდნენ, რომ უკვე გადაწყვეტილია ჩემი ძმის გათავისუფლება და მე შემეძლო კარავი ამეღო და წამოვსულიყავი სახლში, მაგრამ დავინახეთ, რომ მათ მოიტყუეს. ისინი არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფარისევლები,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«მზად ვარ, დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი»-ზაქარია ქუცნაშვილი

«გიორგი გაბუნიას ორი თვით შეუჩერდა უფლებამოსილება. ეს შეზღუდვა ეხება იმ გადაცემებს, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას»-ნიკა გვარამია

«შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა»-ელენე ხოშტარია

roma sajaia

დატოვე კომენტარი