განცხადებები

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

საკმაოდ ხმაურიანი განცხადების შემდეგ დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. ალექსანდრე ერქვანიამ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს საქმიანობას.

«დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ეკლესიისა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. როცა ეკლესიის მტრები პატრიარქს ცილს სწამებდნენ ხელისუფლება მშვიდად უყურებდა ამ პროცესს და არაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად. უფრო მეტიც, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოითხოვა, ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და საზოგადოებისათვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო», — განაცხადა ერქვანიამ.

მან ეკლესიის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. ამასთან, განმარტა, რომ უმრავლესობის დატოვებით ის თანაგუნდელებს იმ «უხერხულობას მოუხსნის», რასაც მისი განცხადებების გამო გრძნობდნენ.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«პატივცემულო ენმ: ძალიან კარგ ინიციატივას ჩაუყარეთ საფუძველი…»-ლაშა ბერულავა

roma sajaia

ირაკლი ღარიბაშვილო აქ ვდგავარ დამიჭირე-ინგა გრიგოლია

«15 წელი მიცოცხლა ბიძინა ივანიშვილმა მამა…»

roma sajaia

დატოვე კომენტარი