სოცქსელი

«სანქცია დაგვადეს»…ნიკა გვარამია სატელევიზიო რეიტინგს აქვეყნებს

«მთავარი არხის» გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სატელევიზიო რეიტინგის შესახებ წერს:

«ასეთია წინა კვირის სატელევიზიო რეიტინგი. მთავარი ციფრები ტელევიზიებისთვის არის ეს. ტელევიზიების რეალურ მასშტაბს ნახავთ აქ 👇
რაც შეეხება ფეისბუკს:
მინდა ჩვენს გულშემატკივრებს გითხრათ, რომ უკვე მეორე თვეა, ჩვენი გვერდი დარეპორტებულია ყველას მიერ, ვისაც არ დაეზარა და ყველაზე მაღალი სანქცია დაგვადო ფეისბუკმა — წითელ (უკანასკნელ) ზონაში გადაგვიყვანა. შესაბამისად, ჩვენი გავრცელება ფეისბუკში, ნორმალურზე (ანუ სხვა კონკურენტებზე) სამი-ოთხჯერ უფრო დაბალია — ასეთია სანქციის არსი.
12მილიონიანი გვერდი 2 მილიონზე ჩამოვარდა რამდენიმე კვირაში. ყოველდღიური მუშაობით, ჩვენ შევძელით ავსულიყავით 7-8 მილიონამდე, ზოგჯერ პირველ ადგილზეც კი ვართ, მაგრამ ეს ციფრები ჩვენთვის საამაყო არ არის და არ ვაქვეყნებთ.
ცხადია, ჩვენ არ ვყიდულობთ ბოტების საიტებს და ამ გზით ე.წ. ფეიკ ბუსტინგს არ ვეწევით, არ ვწერთ ფეიკ ციფრებს, რომლებიც არც ფბ და არც სატელევიზიო რეიტინგში არ და ვერ აისახება. ეს არ არის ჩვენი მუშაობის სტილი. ჩვენ სოლიდური და ლიდერი მედია ვართ.
ამჟამად ვმუშაობთ ფეისბუკთან პრობლემის მოსაგვარებლად. იმედია, წარმატებით დავასრულებთ და აი მერე გაჩვენებთ ნამდვილ ციფრებს და ნამდვილ ფბ ლიდერს 🙂
თუმცა, მთავარი არა ფეისბუკი, არამედ სატელევიზიო რეიტინგია. იქ ჩვენ მთავარი ოპოზიციური არხის პოზიცია არასდროს დაგვითმია ✌
გმადლობთ, რომ გვიყურებთ! მთავარი ხართ თქვენ!»-წერს გვარამია.

Loading…

მსგავსი პოსტები

«სირცხვილიას» მხარდამჭერი ბანერი მყინვარწერზე აიტანეს

«წინა ხელისუფლების დროს ყველაზე მძიმე დამოკიდებულება მასთან მქონდა» — ელისო კილაძე

Joni Kvaracxelia

«მოგწონთ, რაც ხდება? თუ მაინც მოგწონთ, ე.ი., თქვენთვის მოუკლავთ რაფალიანცი და კიწმარიშვილი»-ზაზა ბიბილაშვილი

დატოვე კომენტარი