სხვადასხვა

სამტრედიაში ნავთობბაზაზე ხანძარია-რეგიონებიდან მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები

არსებული ინფორმაციით სამტრედიის ტერიტორიაზე, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ხანძარია.

«შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა.

არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.»-აღნიშNულია საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

LIVE:ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა ზუგდიდის ცესკო-ს შენობაში

Joni Kvaracxelia

ტრაგედია შუახევში

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე რესტორანში «მიშა მაგარიას» მღერიან(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი