სხვადასხვა

სამგორში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან „114“-ში შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით, კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ, რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს“,- აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

75 წლის ბებო რომელიც თბილისში ტაქსაობს

შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

«ლივერპული» პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა

დატოვე კომენტარი