განცხადებებისოცქსელი

«სამარცხვინო განცხადებით, საბოლოოდ გაწყვიტეთ კავშირი აფხაზეთის ხალხთან… თქვენ სულში ჩააფურთხეთ აფხაზეთსა და შიდა ქართლში საქართველოს ერთიანობისათვის გმირულად დაცემულ თანამემამულეებს»-ზურაბ პაპასქირი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი  ზურაბ პაპასქირი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აფხაზეთის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებში დევნილებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა:

«ეს არის არათუ რეალობიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი მიმართვა – მლიქვნელობის აპოთეოზი, არამედ შეურაცხმყოფელი საერთოდ აფხაზეთის თემისადმი. ჩემო მეგობრებო (სად გავექცევი იმას, რომ ბევრ თქვენგანთან ერთად გამომივლია „აფხაზური ეპოპეა“, „ბარიკადებზე“ გვერდი-გვერდ ვმდგარვარ და ნამდვილად მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს) თქვენ, ამ სამარცხვინო განცხადებით, საბოლოოდ გაწყვიტეთ კავშირი აფხაზეთის ხალხთან, ხელი მოაწერეთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი კარიკატურული „რჩეულის“ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, მათ შორის განგრენად გამოცხადებული აფხაზეთის საერთო ქართული სხეულიდან მოკვეთას. ამით თქვენ სულში ჩააფურთხეთ აფხაზეთსა და შიდა ქართლში საქართველოს ერთიანობისათვის გმირულად დაცემულ თანამემამულეებს და ზოგადად ფეხქვეშ გათელეთ სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის იდეა.
მართლაც ხომ არ ბნელა ბატონებო! ხელისუფლების რომელ წარმატებებზე შეგიძლიათ ლაპარაკი?! იქნებ იმაზე, თუ როგორ მოგვიკლეს ცინიკურად გიგა ოთხოზორია ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე (დღეს თქვენ ხომ ის კიდევ ერთხელ მოკალით), რითაც საქვეყნოდ სილა გააწნეს ქართულ სახელმწიფოს. იქნებ წარმატება გგონიათ 26 ათასი გალელისათვის მოქალაქეობრივი უფლებების წართმევა და მათთვის (ძირძველი მოსახლეობისთვის) „ბინადრობის უფლების“ შეურაცხმყოფელი სტატუსის მინიჭება. ან კიდევ „მიღწევად“ მიგაჩნიათ ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა სკოლაში, რაც იქაური მოზარდებისათვის ქართული იდენტობის წართმევის წინა პირობაა და ახლო მომავალში კატასტროფულ შედეგს მოიტანს. მარტო ეს სამი ფაქტი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ცხადად დავინახოთ ხელისუფლების სრული კრახი აფხაზეთის მიმართულებით. თქვენ იმდენად დაგებინდათ გონება, რომ იმასაც ვერ ხედავთ თუ როგორ აბუჩად აგიგდოთ (და განა მარტო თქვენ – აფხაზეთის საზოგადოება ზოგადად) ივანიშვილის ხელისუფლებამ, როცა მთელი 6 წლის განმავლობაში არ გაღირსათ ოფიციალურად დამტკიცებული მთავრობის თავმჯდომარე და „მოვალეობის შემსრულებლის“ (ისტორიას ალბათ არ ახსოვს ასეთი „მარადიული მოვალეობის შემსრულებელი“) ამარა დაგტოვათ (ვახტანგ ყოლბაიას ადგილზე თავმოყვარე ადამიანი დიდი ხნის წინ გადადგებოდა – ბოდიში ჩემო ვახტანგ, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერი პირადული…). ეს არ არის უბრალოდ ხელისუფლების არაკომპეტენტურობა – ეს მავნებლობაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციისკენ თუნდაც ჩვენი აფხაზი თანამემამულეების თვალში.
ასე რომ, მეგობრებო, ნამდვილად უღირსი საქციელი ჩაიდინეთ, რომლის პატიება უბრალოდ არ შეიძლება და დარწმუნებული ვარ ხალხი არც გაპატიებთ. პირიქით თქვენი განცხადება კიდევ უფრო დარაზმავს აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას ოპოზიციის კანდიდატის გარშემო და საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს 28 ოქტომბერს დაწყებულ სამართლიან ბრძოლას განახლებული ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსათვის. თქვე კი ისევ განზე დარჩებით, როგორც ეს მოხდა 2003 წლის გიორგობას.»-წერს ზურაბ პაპასქირი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი — ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტები დახურულად გამოცხადდა

Joni Kvaracxelia

ზაზა გახელაძის თავისუფლების სანაცვლოდ ოკუპანტები ხატს ან ჩორჩანის საგუშაგოს მოშლას ითხოვენ

roma sajaia

«სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს»-აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

დატოვე კომენტარი