სოცქსელი

«სალომე ზურაბიშვილს უთქვამს, რომ აგვისტოს ომის დღეებში საელჩოები ჩუმად იყვნენ და არ მუშაობდნენო. ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება»

«ევროპული საქართველოს» ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

«დღეს სალომე ზურაბიშვილს უთქვამს, რომ ომის დღეებში საელჩოები ჩუმად იყვნენ და არ მუშაობდნენო. ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იმ დღეებში 24-საათიან რეჟიმში ებრძოდა რუსეთის პროპაგანდისტულ და დიპლომატიურ მანქანას. საელჩოები გაუჩერებლად მუშაობდნენ და დარაჯით დაწყებული ელჩით დასრულებული ყველა იბრძოდა ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. ამ ხალხის დიდი უმრავლესობა დღესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და დღესაც იცავს ქვეყნის ინტერესებს, მიუხედავად მრავალი პოლიტიკოსის მოღალატეობრივი, ან ვიწრო პარტიული პოზიციისა.

სხვათა შორის, ჩვენი დიპლომატებისგან არასოდეს მსმენია, რომ «ომი საქართველომ დაიწყო», რომ «საქართველომ თავისი მოსახლეობა დაბომბა», რომ «წითელუბანში ბომბი საქართველომ თავად ჩამოაგდო», ან, რომ «ამერიკელების ბრალია, რომ ომი საქართველომ დაიწყო.»

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი კი სწორედ ამას ამტკიცებს და თან ასე ფიქრობს.»- წერს სერგი კაპანაძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მადლობა ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის — ელისო ბოლქვაძე

დაუდასტურდა თუ არა შოთა არველძეს CoVid-19?

«კედელ-კედელ დავდივარ და ვეძებ ამ ბებოების ამბებს»-ნანუკა ჟორჟოლიანი

დატოვე კომენტარი