განცხადებები

სალომე ზურაბიშვილი — ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის და როგორ უნდა წავიდეს

ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის და როგორ უნდა წავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გამოიწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა. ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, ის ერთიანობა, რომელიც, თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად, არამხოლოდ საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ – მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ამავდროულად, ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. უკვე გითხარით, რომ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა ამ გზაზე და გასაგებია, რატომაც. ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ვეტოს დაადებს ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ღმერთმა არ ანახოს ბავშვის სიკვდილი, არც ერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას»-თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

სალომე ზურაბიშვილმა «მოლოტოვის კოქტეილი» ესროლა პოლიციას»-ღარიბაშვილი

roma sajaia

საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი