განცხადებები

«სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად»

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში” სალომე ზურაბიშვილზე განცხადება გააკეთა:

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის, დაახლოებით 30%-ს სალომე ზურაბიშვილის დანახვა არ უნდა. შეიძლება ის არ არის კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ზურაბიშვილის დანახვა არ უნდათ. სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად, განცდა არ აქვს რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი და მთავარი, წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დადის ყველა ქვეყნის სხვა პრეზიდენტებთან და ამბობს, ჩემმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე დაიწყოო ომი. ჩემი, ბაქრაძის და მიშას ზიზღს არ უნდა გადააყოლო ამ ქვეყნის ფუნდამენტი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით

«ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები»

«ამის ატანა არის შეუძლებელი! არ ვიცხოვრებთ ასეთ საქართველოში !!!»

roma sajaia

დატოვე კომენტარი