არჩევნებიგანცხადებები

სალომე ზურაბიშვილის თქმით ის უკვე საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით ის უკვე საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის:

„დღეს უკვე არ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ორივემ მოაწერეს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვით, მე 23 აგვისტოდან უკვე აღარ ვითვლები, როგორც საფრანგეთის მოქალაქე.

«ცხოვრება უცნაურია, რადგან, იმავე დროს, როცა მე ვთმობ საფრანგეთის მოქალაქეობას და ორმაგ მოქალაქეობას, ვიქნები ამ დღიდან მხოლოდ ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ამავე დროს, ის 4-წლიანი ბრძოლა, რომელიც დავიწყე უცხოეთიდან, რომ ქართველებს ჰქონდეთ საშუალება, რომ ორმაგი მოქალაქეობა შეინარჩუნონ და არ დაკარგონ საქართველოს მოქალაქეობა, როცა იღებენ სხა ქვეყნის მოქალაქეობას. ეს ბრძოლა სწორედ ამ თვეს, აგვისტოში დასრულდა გამარჯვებით. არა მხოლოდ კონსტიტუცია შეიცვალა, არამედ ასევე ის კანონი, რომელიც აუცილებელი იყო კონსტიტუციის შესაბამისად, არის უკვე ძალაში შესული,“ — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რატომ დატოვა თენგო გოგოტიშვილმა რუსთავი2?

«თუ პატიმართან ვიზიტისას ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შეგაწუხათ, ქალბატონ თეას რომ არ ეწყინოს, უბრალოდ უნდა ჩაიფსათ»-გიორგი მშვენიერაძე

«გაეთრიოს და მიაკვდეს სულში მაკკეინს!!!!»- ხათუნა ხოფერია დევიდ კრამერზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი