covid-19

საკარანტინე სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

«ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით,» — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია ესპანეთში

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 47 ადამიანი დაიღუპა

ეპიდსიტუაცია ერაყში

დატოვე კომენტარი