სხვადასხვა

სავალდებულო სამხედრო სამსახური ვისაც გავლილი არ ექნება შესაძლოა საჯარო სამსახურში ვერ დასაქმდეს

საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მალე პარლამენტში დარეგისტრირდება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე მოამზადა.

კანონპროექტის მიხედვით  საჯარო სამსახურში შესაძლოა, იმ პირთა დასაქმება შეიზღუდოს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ.

აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას გამოეხმაურა «ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე

„არასწორი და მავნებლური იდეა, ვის დაებადა ეს იდეა თავში, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს. დარწმუნებული ვარ, ამას ხალხის დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მავნებლური იდეა არ განხორციელდეს,“ — აცხადებს  ბარამიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე კი თვლის რომ  ადამიანები სამხედრო სამსახურში ძალით არ უნდა წაიყვანონ.

„ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანები ძალით არ უნდა წაიყვანო ჯარში, თვითონ უნდა ჰქონდეს ამის სურვილი, ამიტომ საკონტრაქტო პრინციპი არის სწორი, რაც არის ამერიკული პრინციპი,“ — განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ინგა გრიგოლია საავადმყოფოში გადაიყვანეს

გია ჯაჯანიძე პოლიტიკაში მოდის?

იწვევს თუ არა ვაქცინა უშვილობას?-ექიმის განმარტებები

roma sajaia

დატოვე კომენტარი