განცხადებები

«საერთო სახალხო მოძრაობის- მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად» ლიდერმა, დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა დიპლომატიურ კორპუსს წერილობით მიმართა.

«საერთო სახალხო მოძრაობის-მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად» ლიდერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა დიპლომატიურ კორპუსს წერილობით მიმართა, როგორც მან ჩვენთან საუბარში ახსენა, რომ საქართველოში აკრედიტირებულ ყველა საელჩოსა თუ დიპლომატიურ მისიას გადაუგზავნა წერილობითი მიმართვა , «საერთო სახალხო მოძრაობის-მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად» შესახებ დეპუტატ თამარ ჩარკვიანის თქმით ის მართავს შეხვედრებს დიპ კორპუსის წარმომადგენლობებთან, ასევე აქვს დაგეგმილი შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, რათა გააცნოს დეტალურად ამ კონკრეტული მოძრაობის სამოქმედო გეგმები. ჩვენს მკითხველს შევახსენებთ რომ «საერთო სახალხო მოძრაობაში-მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად» ამ დროისთვის გაწევრიანებულია 87000 ადამიანი. ჩვენ გთავაზობთ ტექსტის როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ვერსიას რომელიც გადაუგზავნა «საერთო სახალხო მოძრაობის»-მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ლიდერმა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

«ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, გამეფებული უკანონობიდან და უსამართლობიდან, ფაქტიურად ყველა მიმართულებით არსებული კატასტროფული ვითარებიდან გამომდინარე შეიქმნა საერთო-სახალხო მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად. მოძრაობის მიზანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში დაბრუნების საკითხში ხელშეწყობა და სათანადო პლაცდარმის მომზადება, რათა შეჩერდეს ქვეყანაში სრული რეგრესი და მასშტაბური უკუსვლა, აღმოიფხვრას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შექმნილი და განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუციების მიზანმიმართული ნგრევა, განხორციელდეს მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმა, დაიწყოს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და მოხდეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების საგრძნობი გაუმჯობესება. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხში ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ამ უკანასკნელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რის გამოც მას ამჟამად გააჩნია მსჯავრდებულის სტატუსი.
აღნიშნულ განაჩენის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნაწილში არსებობს სკეპტიციზმი და საფუძვლიანი უნდობლობა, ვინაიდან ქართული მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან დისკრედიტირებული, რაც აფერხებს ჯამში ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას. საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის შესახებ მოგეხსენებათ საუბარი იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში. სასამართლო სისტემის და ზოგადად მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ აუცილებელ რეფორმებზე არსებული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ,ცნობილი დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო ჩართულობით, დაირღვა ხელისუფლების მიერ და სრულიად გაუგებარი მიზეზებით ითქვა უარი შეთანხმების მიხედვით განსახორციელებელ რეფორმებზე. მართლმსაჯულების სისტემა არის ძალიან დისკრედიტირებული, რაც აფერხებს ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას.სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტების ანალიზი იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო,რაც პირდაპირ წარმოადგენს ევროპული კონვენციით დადგენილი ნორმის დარღვევას. (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი—სამართლიანი სასამართლოს უფლება). სასამართლო სისტემაში მთლიანად დარღვეულია შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვის საკითხი, ვინაიდან სასამართლო არ არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. ასევე ხშირია კონვენციით გათვალისწინებული სხვა მუხლების სისტემატიური დარღვევა.
კონკრეტულად საქართველოს მესამე პრეზიტენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი საზოგადოების უდიდეს ნაწილში აღქმულია როგორც ტრაგიკომიკური გადაწყვეტილება ,რომელიც ტოვებს მრავალ კითხვის ნიშანს და მის მიმართ ნდობა დარწმუნებული ვართ სამართლიანად გახლავთ ნულოვან ნიშნულთან ახლოს,ისევე როგორც სხვა მრავალ გახმაურებულ საქმეზე გამოტანილი უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ მოვლენად მიგვაჩნია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, რათა ქვეყანა კვლავ დაადგეს პროგრესის და განვითარების გზას, დაუბრუნდეს იმ სასურველ მოცემულობას და პოზიტიურ რეალობას როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. შესაბამისად დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მის მიმართ აშკარა და დაუფარავი პოლიტიკური დევნა.

Due to the political and economic crisis in the country, the prevailing lawlessness and injustice and the catastrophic situation in almost all directions, a united people’s movement was created to bring Mikheil Saakashvili back to Georgia. The aim of the movement is to facilitate the return of Georgia’s third president — Mikheil Saakashvili — to Georgia. Help to prepare a suitable platform to stop the complete economic crash in Georgia and to significantly improve the economic situation in the country. The obstacle to Mikheil Saakashvili’s return to Georgia is his conviction, which is why he currently has the status of a prisoner. In many countries there is skepticism and distrust of this judgment, as the judicial system of Georgia is very discredited by nepotism, which hinders the general progress and development of the country. As you know, these problems in the Georgian judiciary were also mentioned in a US State Department report earlier this year. The agreement drawn up between the government and the opposition on the necessary reforms in the judiciary in general, drawn up with the participation of EU President Charles Michel, was violated by the authorities and, for completely incomprehensible reasons, the implementation of the urgently needed reforms under the agreement was refused. The judicial system is very discredited, which hinders the country’s progress and development. The analysis of the judgments of the European Court of Human Rights in Strasbourg provides the basis for the conclusion that there is no fair trial in the country, which is a direct violation of the right protected by the European Convention (European Convention: the right for a fair trial) . The question of compliance with the principle of competition and equality is completely violated in the judiciary, since the judiciary is not independent from the government. Systematic violations of other articles of the Convention are also common. Specifically, the verdict against the third President of Georgia Mikheil Saakashvili is perceived by the majority of Georgian society as a tragic decision. We are sure that trust in the Georgian government and the judiciary is pretty close to zero. Based on this, we consider Mikheil Saakashvili’s return to Georgia as a very important positive event for the country, so that the country can resume the path of progress, return to economic strength and growth, as it was during the presidency of Mikheil Saakashvili . Therefore, the apparent covert political persecution against him should be stopped immediately.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«მე ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯარისკაცი»-ჯელალ ქიქავა (ვიდეო)

«თუ იქნება დიდი თავკომბალა თბილისი და ირგვლივ სიცარიელე, საქართველო არ განვითარდება»-ზურაბიშვილი(ვიდეო)

«აღმოჩნდება, რომ ეს ქალი არის ერთ-ერთი მოქმედი ძალოვანის ცოლი….სანდრა სადაა ამ დროს? მას ცალკე უკმაყოფილებენ ვნებებს…»-სოსო გოგაშვილი სააკაშვილზე

დატოვე კომენტარი