არჩევნებიგანცხადებები

სად იყრის კენჭს გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

«რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს
ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე
მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული
ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში
მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში
ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში
წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში
იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან
საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში» — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები დამძიმებული პანდემიური სიტუაციის ფონზე» — ნინო ლომჯარია

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა?-თენგიზ ცერცვაძის განცხადება

შსს 17 მაისთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი