კრიმინალი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმებულები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 107 ფაქტი გამოავლინა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დაჯარიმდა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს.
პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააჯარიმეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

75 წლის მამაკაცმა, 5 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა-რა მოხდა შიდა ქართლში?

პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს თამარ ბაჩალიაშვილის დედის მიერ გაჟღერებულ განცხადებაზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი