covid-19

«საგანგებო მდგომარეობა მთლიანად ქვეყანას დაეხმარება, რათა აღსრულდეს ყველა რეკომენდაცია»-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

«ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აღსრულდეს ყველა რეკომენდაცია, რასაც ამ ხნის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრთან ადგენდა ხოლმე. საგანგებო მდგომარეობის დროს, მოგეხსენებათ აღსრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს გახლავთ სოციალური დისტანცირების დაცვა, ადამიანების მჭიდრო კონტაქტის პრევენცია, რაც არის ინფექციის გავრცელებისა და ეპიდემიის შემდგომი გავრცელების მთავარი გზა, ამისგან მაქსიმალურად თავის არიდება.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საგანგებო მდგომარეობა მთლიანად ქვეყანას დაეხმარება, არა მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არამედ მთლიანად ქვეყანა დაეხმარება იმაში, რომ აღსრულდეს ყველა ის რეკომენდაცია მოკლე დროში და სწორად, რა რეკომენდაციებიც ვრცელდებოდა ყოველთვის ჯანდაცვის თუ სხვა სექტორების მხრიდან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე გასვლა დროებით გადაიდო

თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

სკოლებში პირბადის ტარება აუცილებელი ხდება

დატოვე კომენტარი