განცხადებები

«საგანგაშოა…სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ…»-თენგიზ ცერცვაძე

«საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით მოსვლა, ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა 400-ზე მეტი არ არის. ასევე გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი, რომელიც დიდი ხანია 10-ს არ გადასცილებია. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო.

ორი ძირითადი ფაქტორია — პირველი ის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და კიდევ უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინის მიმართ და უდიდესი სკეპტიციზმი. ფაქტობრივად მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებაზე. 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია»-განაცხადა ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილი კბილებჩამტვრეული უნდა გავუშვათ თუ გაგვიყალბებს არჩევნებს»-ნიკა გვარამია

Joni Kvaracxelia

აშშ-ს საელჩო მკაცრი ტონით მიმართავს რუსეთის ფედერაციას

Joni Kvaracxelia

«მე გადავრიცხე, კიდევ გადავრიცხავ, რომ თქვენისთანა ნაძირლები დავამხო»-ბიძინა ივანიშვილის ძმა «მთავარ არხს» დამხობით ემუქრება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი