ანალიტიკაპუბლიკაციები

საგალობელი საახალწლო სუფრაზე

თამადები, თამადები, ,,თამადები-თამარები“ – ტაში-ტუში!
ქალივით თავს ევლება, სასმისს კოცნის თრობის მრუში…
…ისევ თრობა, ,,ზასაობა“ და ,,ვახტანგურად“ მუცელში სხმა…
ნუთუ არ გესმით ჩემი – უდაბნოსა შინა მღაღადებლისა ხმა?!

I. თამადა: ,,ქალებს შეუძლიათ ისხდნენ…“

ქართველი ქალის თაყვანისცემა – სიყვარულის ევერესტი და ლჰოცზე ერთად!
ძალადობის ღიპიანი დინოზავრები, კეკლუცი დეიდები და ფლირტი ღმერთთან…
მორალისტი მამრის, ცოლის დასწრებით, იქვე, ნაშების დაბმა…
კაცის ბოზობა სუფრასთან, მეუღლის უხერხული ღიმილი – დადგმა.
მამა-პაპური სმა-ჭამა: ბანკეტი, ქორწილი, იუბილე, ქელეხი – ისმის სიმღერა გუნდური;
ქება-დიდება, პირფერობა, მამრების ლოშნა, ,,ადექი-დაჯექი“ – მიდის ვარჯიში ჯგუფური;
კისრამდე ღიპების, მუცლამდე ღაბაბების ბარბაცით სახლამდე თრევა,
სადარბაზოში მიფსმის შვება და მადის მომგვრელი რწყევა…
მაცივრის გამოღება, ისევ ჭამა… დაგდება, ხროტინი – უძილო მეზობლების წყევლა…
გადის ცხოვრება ,,კაცური“, ძმაბიჭური და კოლექტიური…
აღარ შემიძლია, არ მინდა, აქედან უნდა გავიქცე – საავადმყოფოა ფსიქიატრიული!

II. ,,დეკემბერი დადგაო, ტვინებში საცივი ჩადგაო“ – გენო (54 :31)

მაგალითისთვის, საახალწლო-საშობაო სმა-ჭამის ერთთვიანი ეპოსი –
ჟივილ-ხივილს ხელმძღვანელობს თვით ეროვნული ლოგოსი!
მთვარალები, დაბოლილები, დაყვინთულები,
დაღლილები, მოწყენილები, დაბოღმილები.
ხილის ვაზა, მანდარინის ქერქი ფერფლით, შამპანურის ბოთლი და იქვე ბროლის ბოკალი;
თეფშზე: საცივში ამოსვრილი ხელსახოცი, ხაჭაპურის ნაჭერი და ქათმის ჩაკბეჩილი ბარკალი;
კბილში გაჩხერილი გოზინაყი და აზელილი სამარხვო ტორტი –
– მაგიდაზე თანდათან ისახება სუფრული ნატურმორტი…
მამრების ბლუყუნი, მდედრების ,,მშიერი“ მზერა,
,,ქალბატონო ფინტიკოზას“ კეკლუცი ბგერა…
ხარხარი, კისკისი, ღრეობა, ჩამოწოლილი სევდა…
ყანწი და ლაყბობა – ,,ქართული აკადემიის“ წყევლა!
აქ მტერი სმაში მარცხდება, ქვეყანაც სუფრაზე შენდება,
ჩვენ ღვთისმშობელის ერი ვართ და ღმერთიც ჩვენში ვანდება.
დღე დღეს ცვლის, დილით თენდება, შემდეგ კი ისევ ღამდება,
ქართველი ღვინით ბრუვდება, მთვრალ ოცნებებში ბერდება…

მისამღერი
Нож-ни-ца – მაკრატელია,
Ни-ча-во – არაფერია

ზურა ოდილავაძე – ,,ოდა კოლექტივიზმს“ (2017 წელი)

patqebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ფრთხილად, ათეიზმი ისევ გვეპარება

საცივობა

გაყალბება თუ ადამიანური შეცდომა?

დატოვე კომენტარი