პროტესტი

საბერძნეთში, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

21 ივნისს საპროტესტო აქცია გაიმართა საბერძნეთში -ათენის ემიგრანტთა ასოციაციის ორგანიზებით, რომელიც 20 ივნისს სისხლიან ღამეს ეძღვნებოდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ გავრილოვის ღამეს დაშავებული სოფო ჭურღულია, ქალბატონი სოფო და მისი მეუღლე ავთანდილ ივანიძე 20 ივნისის ღამეს, სასტიკად დაშავდნენ. ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა ქალბატონ სოფოს:

“ჩვენ გუშინ გავაპროტესტეთ ამ მთავრობის სისხლიანი რეჟიმი, რადგან სწორედ ამ მთავრობამ იძალადა ახალგაზრდებზე და დათხარა მათ თვალები, ხოლო ამ ბინძური საქმის შემსრულებელი ბატონი გახარია დღეს პრემიერად გვყავს.” — განაცხადა მან ჩვენთნ ინტერვიუში.
აქციაზე ასევე ქართველ ემიგრანტებს ჰქონდათ შემდეგი სახის ტრანსპარანტები: “ძალა ერთობაშია” და საქართველოში უნდა გათენდეს”.
ბოლოს ემიგრანტებმა განაცხადეს, რომ ისინი ჩაერთვებიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და გააპროტესგებრნ მთავრობის უკანონო ქმედებებს.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ანაკლიაში

ნოვრუზ ბაირამი პროტესტი ფონზე მიმდინარეობს მარნეულში

დაკავებები ავსტრალიაში

დატოვე კომენტარი