მსოფლიოში

საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე 40-კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა

საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე 40-კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა.

ათენის განცხადებით, საზღვარზე ვიდეოკონტროლის ახალი სისტემა დამონტაჟდა, რათა ავღანეთში ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა ახალი ტალღა ევროპაში არ მოხვდეს.

ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირში გააჩინა შიში იმისა, რომ განმეორდება 2015 წლის კრიზისი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომის გამო დაახლოებით მილიონი ადამიანი თურქეთიდან საბერძნეთში გადავიდა, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპაციას ეხმაურება

ეპიდსიტუაცია დიდ ბრიტანეთში

ულტიმატუმი ნიკოლ ფაშინიანს

დატოვე კომენტარი