არჩევნები

საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს დეტალური ინფორმაცია ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ცესკო-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

როგორც ცესკო-ში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«მე თუ გავიმარჯვე, ქალიშვილობის მოწმობებს შემოწმების გარეშე გავცემ, სიტყვაზე ვენდობი ყველას»-ჯაფარიძე

Joni Kvaracxelia

გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს სახლში ესტუმრა (ვიდეო)

დეპუტატ თამარ ჩარკვიანმა რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაცია მიაწოდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი