სხვადასხვა

საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიური შეხვედრა

«ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემაა „არჩევნების მთლიანობა — კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში“. კონფერენციაში 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე 8 საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოში აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა გახსნეს. „კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის საკითხები, ვფიქრობ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჩვენს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს არჩევნების მთლიანობასა და სანდოობაზე. შესაბამისად ამ თემამ ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა თუნდაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე; მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები შემთხვევები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არ ჰქონია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა საკმაოდ წინა პლანზე წამოიწია და ეს საერთაშორისო კონფერენცია ჩვენ დაგვეხმარება, ერთმანეთს გავუზიაროთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით; დაგვეხმარება ასევე მსჯელობაში, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, რა გადაჭრის გზები არსებობს, რომ ავიცილოთ სანდოობისა და სხვა ტიპის რისკები საარჩევნო პროცესში“, — განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. კონფერენცია ბათუმში 26-27 მარტს იმართება და ამ დროის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა ტექნოლოგიური საფრთხეები საარჩევნო პროცესში და მათი გადაჭრის გზები, ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვების, დამუშავების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, კიბერუსაფრთხოების მიზნით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ა.შ. სამუშაო შეხვედრის 100-მდე მონაწილე ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს. კონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია წარადგენს პრეზენტაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე როგორებიცაა კიბერშეტევა და დეზინფორმაცია. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში თამარ ჟვანია მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის დამოუკიდებელი საქართველოს საარჩევნო გამოცდილების შესახებ და წარუდგენს პრეზენტაციას სახელწოდებით — „პირველი დემოკრატიული არჩევნების 100 წლის იუბილე დამოუკიდებელ საქართველოში“. საარჩევნო პროცესში კიბერუსაფრთხოებასა და ინფორმაციის სანდოობაზე ციფრულ ეპოქაში, ასევე ისაუბრეს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა კავკასიაში პიტერ ვიბლერმა და საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა: როგორც პიტერ ვიბლერმა მედიასთან აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაცია მზარდი გამოწვევების საკითხია, და მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყანა იძულებულია თვალი გაუსწოროს ამ რეალობას, „ეს შეხვედრა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის, ვინაიდან ისინი უზიარებენ ერთმანეთს წარმატებულ გამოცდილებას და სწავლობენ ერთმანეთისგან, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდე ამ მზარდ გამოწვევას“, — განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა კავკასიაში. მეთ გოქულმა კი ჰოლისტიკური ხედვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება — „უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს კიბერ სივრცე და როგორ შეიძლება ამ სივრცის მართვა. ასეთი განხილვები კი ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას და შესაბამისად კონფერენციის თემაზე ასეთი ძირეული მსჯელობა სწორედ ამ დემოკრატიული პროცესების განვითარებას ეხმარება,“ — განაცხადა მეთ გოქულმა. საარჩევნო ადმინისტრაციების შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. მონაწილეები მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზება საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაუწია.»-აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიიის ოფიციალურ «ფეისბუქ» გევრდზე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

„იარაღი რომ მქონდეს ეხლავე გესვრიდი“. სოსო რობაქიძე ირაკლი ოქროაშვილს მოკვლით დაემუქრა.

Joni Kvaracxelia

«ისეთი სიხარულის ნიადაგზე ვიყავი, არც ვიცოდი სად მივდიოდი, სადაც ოქრო ეწერა იქ შევედი»-მესაფლავეები, რომლებმაც სამეგრელოში ოქრო აღმოაჩინეს (ვიდეო)

გარდაიცვალა მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი