პერსონასოცქსელი

სააკაშვილი მოუწოდებს კიევს, უკრაინელ რესტორატორს, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა სანქციები დაუწესოს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა სანქციები დაუწესონ ცნობილ რესტორატორს, ალექსანდრე ორლოვს. რუს-უკრაინელი ბიზნესმენი, სააკაშვილის თქმით, აფხაზეთში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში ორლოვმა დაწერა, რომ მან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან ერთად «საღამოს სოხუმის ერთ-ერთი პარკში გაისეირნეს».

”კიევის კლუბების მეპატრონე საშა ორლოვი მოპარული ქონების გასაზიარებლად ჩავიდა ჩემს მშობლიურ სოხუმში, საიდანაც მოსახლეობის 80% გაასახლეს რუსეთის აგრესიის დროს და ეს არის საქართველოს ისეთივე ოკუპირებული ნაწილი, როგორც ყირიმი და დონბასი — უკრაინისთვის. პარკში, სადაც ეს სუბიექტი დადის, დაიღვარა 36 დაღუპული უკრაინელი მოხალისის სისხლი, რომლებიც სოხუმს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცავდნენ რუსი დამპყრობლებისაგან. და, როგორც ჩანს, მას სურს მათ ძვლებზე, იქ სხვა კლუბის გახსნა ”, — წერს სააკაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

«გახრწნილი მამის გახრწნილი შვილი»-ვინ არის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის მამა?

«რუსთავი2-ზე მე მოვყვები რა მსმენია და რა არის ფაქტი»-ზურა ჯაფარიძე

«გაყინული სუპი, რომელიც კარანტინში (ლანცეტის სასტუმროში) გადაყვანილს აჭამეს…სასტუმროში გადაყვანილი პაციენტები ამ დრომდე მშივრები არიან!»-მარიამ ბაშარული

დატოვე კომენტარი