სოცქსელი

«სააკაშვილი უფრო მედგრად იცავს ეკლესიას, ვიდრე პატრიარქი»-გია ნოდია

გია ნოდია სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას აქვეყნებს:

“ქართული ოცნების“ კანდიდატი ეკლესიას რომ აკრიტიკებს და მიხეილ სააკაშვილი ეკლესიას მისგან რომ იცავს, არის ამაში რაღაც ფანტასმაგორიული. ამას ისიც ემატება, რომ პატრიარქი ფაქტობრივად აღიარებს სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას და მღვდლებს მოუწოდებს, პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებთო. ანუ სააკაშვილი უფრო მედგრად იცავს ეკლესიას, ვიდრე პატრიარქი.

შეგვიძლია ვუყუროთ და გავერთოთ. კომედიური შოუებისთვის შესანიშნავი მასალაა.

მაგრამ სერიოზულად თუ შევხედავთ, ყველა მხრიდან ფარისევლობის ზეიმია. სალომე ზურაბიშვილი ახლა გააბრაზა ეკლესიის გაპოლიტიკურებამ, მას რომ შეეხნენ: 2012-ში ფაქტობრივად მისი პარტია, „ქართული ოცნება“ ეკლესიის აქტიური დახმარებით (შეიძლება, ამ დახმარების წყალობით) რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ არ იყო პრობლემა. ასევე, გამახსენეთ, პატრიარქი 2012-ში საჯაროდ თუ უბრაზდებოდა საკუთარი ეკლესიის მსახურებს, პოლიტიკაში ნუ ერევითო.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ცდილობდა ეკლესიის მეგობრად თავის წარმოჩენას – გასაკვირი აქ არაფერია. მაგრამ ახლა რასაც აკეთებს, სასოწარკვეთის ჟესტია. მისივე ჩამომგდები ეკლესიის იმედი თუ აქვს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ესე იგი ცუდადაა მისი საქმე.

რაც მთავარია, სწორი და სამართლიანი რაა, ის ვთქვათ. ღვთისმსახურებს სრული უფლება აქვთ, პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კონკორდატს მათთვის ამის უფლება არ ჩამოურთმევია, სალომე ზურაბიშვილი ამაშიც ცდება. შეიძლება, ამით შიდასაეკლესიო დისციპლინას არღვევენ – ამისთვის უწმინდესმა სინოდმა ან მისმა გენერალურმა ინსპექციამ დასაჯოს, ეს არაა ჩემი საქმე.

მეორე ამბავია, რომ უნდა შევეჩვიოთ, რომ ეკლესიისგან წამოსული კრიტიკა პოლიტიკოსისთვის სავალდებულოდ მისაღები არ უნდა იყოს. საქართველოში ესაა ნამდვილი პრობლემა. კი, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ეკლესიასაც, ახალგაზარდა და არაახალგზრდა იურისტთა ასოციაციებსაც, ბიზნესმენებსაც, პროფკავშირებსაც, და მერე ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც თვითონ სწორად მიაჩნია. ნორმალური ესაა, და არა ეკლესიისთვის რაღაცის აკრძალვა.” – წერს გია ნოდია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«მგონი ეს უფრო დიდი შოკი იყო, ვიდრე ის რომ კოვიდი დამიდასტურდა»-თეონა ცხომელიძე

roma sajaia

«მე მგონი უკვე მარილზე ვარ გასული! გია სახლში მიდის»-რობერტ სტურუა

«დაიცა, ისევ მე ვარ რ2ზე? ამისთვის იდექით წვიმაში?!»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი