განცხადებები

«სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა… ეს 300 დოლარის ღირებულების პიარია»-ავაკოვი სააკაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილამა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან  განაცხადა, რომ  პირველ აპრილს უკრაინაში  ჩავა და ელექტრონული ბილეთი წარმოადგინა:

„ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“, – განაცხადა მიხეილ  სააკაშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი გამოეხმაურა და განაცხადა:

„1-ელი აპრილისთვის 300 დოლარის ღირებულების პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, მას უბრალოდ არ შეუშვებენ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა“, – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობის ბედი გადაწყვიტეს — გიორგი ვაშაძე

«თვითონ ვერ გრძნობს, რომ ის ივანიშვილი აღარ არის რაც 7 წლის წინ იყო?!»

«შეწყდეს ყოველგვარი საგამოცდო პროცესი და განახლდეს ის მაშინ როდესაც იქნება კონდიციონერები»

დატოვე კომენტარი