განცხადებები

სააკაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ისაუბრა, მისი განცხადებით პარტიას ადგილზე სჭირდება თავმჯდომარე, მან აგრეთვე მისთვის სასურველი კანდიდატურაც დააასახელა.

«ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არც ერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს – ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში“,-განაცხადა ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«დანაშაულის ორგანიზატორები და დაისაჯონ უმკაცრესად» — გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

გაუქმდება თუ არა ე.წ. «კომენდანტის საათი»?-ღარიბაშვილის განცხადება

roma sajaia

მაია ასათიანი ბოლო დროს მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

დატოვე კომენტარი