განცხადებები

“სააკაშვილი განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო”

DW-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტმა ჟანა ნემცოვამ ბუბაკიკაბიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუში მომღერალმა  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა:

“თავის დროზე ის იმაზე საუბრობდა, რაზეც სხვებს საუბარი არ სურდათ, ეშინოდათ, ის პირდაპირ საუბრობს და საკუთარი შეხედულებები აქვს. ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც სურდა, ხალხისთვის აეხსნა რა,როგორ და რატომ იყო. პროფესიონალურ ენაზე ვერ განვმარტავ, თუმცა მედვედევი ყოველთვის ამბობდა მასზე, ის “პოლიტიკური გვამია”. მინდა მიშას კომპლიმენტი ვუთხრა. როცა მიშა ხელისუფლებაში იყო, მთელმა მსოფლიომ შეიტყო საქართველოს შესახებ. ახლა ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან თბილისში არსებულ მთავრობას საუბარი არ სურს. მეც არ მსურს ქართულ პოლიტიკაზე საუბარი. თუმცა, ახლა აქ მიშა რომ იყოს, ალბათ სხვა ქალაქებიც უფრო გალამაზდებოდა.

სახელისუფლებო პირი უნდა აკონტროლებდეს თავის ქმედებებს. ის განათლებული, არაორდინალური ადამიანია, რომელსაც 200%-ით უყვარს თავისი სამშობლო. იყო შეცდომები, თუმცა მე მსახიობი ვარ და ჩემი საქმე არ არის განვიხილო, რაც პოლიტიკაში ხდება, თუმცა როცა ეს სამშობლოს ეხება, ვფიქრობ, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოთქვას თავისი მოსაზრება. თუმცა, აქ რომ მიშა ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ ძალიანაც კარგი იქნებოდა. მე რატომღაც ასე ვფიქრობ, რადგან ადამიანი საკუთარ შეცდომებზე ბრძენდება და უკეთ აცნობიერებს შეცდომებს. დღეს კი ვფიქრობ, რომ აღარაფერი ხდება”,- აცხადებს  ბუბა კიკაბიძე.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

«ყველა შემკვეთს და ყველა შემსრულებელს დედის#@#@ნის სრულ გარანტიას ვაძლევ»-ნიკა გვარამია (ვიდეო)

CNN: «პუტინის ჯინაზე, ჩამოდით საქართველოში»

Joni Kvaracxelia

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს პრემიერმინისტრის კანდიდატურის წამოყენებაზე

დატოვე კომენტარი